ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა აცხადებს კინო-პროექტების მიღებას სცენარის განვითარების ვორქშოფისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა/დამწყები სინეასტების აღმოჩენას, წახალისებას და ხელშეწყობას. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფორმატის სპეციფიკის წინ წამოწევასა და განვითარებას.

ფესტივალის მოწვეული მენტორები – პროფესიონალი სცენარისტები, პროდიუსერები, რეჟისორები – არჩეული პროექტების ავტორებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს, სემინარებს, შეასწავლიან მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის პროექტზე მუშაობას, გაუზიარებენ გამოცდილებას და ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ არსებული იდეებისა და სცენარების დამუშავებაში.

მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მყოფ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისაც აქვს მოკლემეტრაჟიანი სცენარი ან სცენარის სამუშაო ვერსია (პირველი დრაფტი). პროექტის წარმდგენი უნდა იყოს ფილმის სცენარისტი ან რეჟისორი ან პროდიუსერი.

რეგისტრაციისთვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია pdf ფორმატში:

  1. დასრულებული სცენარი ან სამუშაო ვერსია (მინიმუმ 10 გვერდი)
  2. ფილმის სათაური, ლოგლაინი და სინოფსისი
  3. რეჟისორის მოტივაცია და ხედვა
  4. პროდიუსერის მოტივაცია
  5. ფილმის სცენარის წარმდგენის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  6. დამატებითი ვიზუალური მასალები (სურვილისამებრ)

ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა ჯდებოდეს 10-30 წუთის კატეგორიაში.

ფესტივალის კომისია განიხილავს შემოსულ პროექტებს და დაასახელებს 7-10 მონაწილეს, რომლებსაც მოვიწვევთ ფესტივალზე. (შერჩეული პროექტების რაოდენობა დამოკიდებულია პროექტების ხარისხსა და კონკურენციაზე)

ვორქშოფის ხანგრძვილობა: 3 დღე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 1 აპრილი, 20:00 საათი.

ნებისმიერი კითხვისთვის დაგვიკავშირდით 557 97 19 47; giorgi.getiashvili@ksff.ge.  გიორგი გეთიაშვილი

რეჟისორი
Choose File
Choose File
Choose File
Choose File
Choose File
Choose File