ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას კონკურში მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 27 ივლისიდან

მთავარი კონკურსში მიიღება ნებისმიერი ჟანრის მხატვრული  მოკლემეტრაჟიანი ფილმი 10-დან 30 წუთამდე; დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის პრიზი ოქროს დინოზავრი,

მეორე კონკურსში მიიღება
ნებისმიერი ჟანრის 1-დან 5 წუთამდე ფილმი. დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს, გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი დინოზავრის ნაკვალევი.

საკუთარ რჩეულს დაასახელებს კინომცოდნეების ჟიური.

პირველი დედლაინი –  20 აგვისტო

მეორე დედლაინი – 20 სექტემბერი

კონკურსში დაიშვება  2018, 2019 და 2020 წელს გადაღებული ფილმები.

ფილმებს უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები.

კონკურსში მონაწილეობის ფორმა იხილეთ ქვემოთ

COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფესტივალი 2020 წელს უცხოელ ავტორებს ვერ მიიღებს. (გამარჯვებული ფილმების ავტორებს ვეპატიჟებით მომავალ წელს)